6 ერამდე ჩელენჯ ქაფი

 24 წლის რეფერი გახდება პირველი ქართველი, რომელიც ამ დონის საკლუბო ტურნირის თამაშს მოემსახურება

ამას წინათ გითხარით, რომ ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი თებერვალში რაგბი ევროპის, ხოლო მარტში 20-წლამდელთა ექვსი ერის თამაშს იმსაჯებს, მანამდე კი, ის ევროტურნირში, „ჩელენჯ ქაფზე“ გამოჩნდება. 
12 იანვარს, სოჭში, ‘ენისეი’ ინგლისურ ‘ბრისტოლს’ უმასპინძლებს და 24 წლის რეფერი გახდება პირველი ქართველი, რომელიც ამ დონის საკლუბო ტურნირის თამაშს მოემსახურება. როგორც წესი, საკლუბო ევროტურნირებში მსაჯთა ბრიგადები ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან კომპლექტდება და შესაბამისად, „ჩელენჯ ქაფზე“ დებიუტი კიდევ ორ მსაჯს ექნება - ამაშუკელს ასისტენტებად ირაკლი ჭანუყვაძე და თორნიკე გვირჯიშვილი ეყოლებიან. 
„მოლოდინი გამართლდა და მოხარული ვარ, რომ ისტორიაში პირველად, „ჩელენჯ ქაფზე“ ქართული მსაჯთა ბრიგადა წარსდგება. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩვენს ამ წარმატებაში წვლილი აქვს შეტანილი. ვეცდებით, რომ ევროპის პროფესიული კლუბების კავშირის მოლოდინები გავამართლოთ და ამ ტურნირზე ქართველმა მსაჯებმა მყარად დაიმკვიდრონ ადგილი“ - განაცხადა ამაშუკელმა.

 




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!