შირერი: მოურინიო შეგნებულად გააგდეს

სოლსკიაერს მანჩესტერის  მწვრთნელის რანგში დებიუტი კარდიფთან ჰქონდა

ინგლისის ნაკრების და ნიუკასლის ლეგენდა, ალან შირერი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს ჟარგონულ ენაზე რომ ვთქვათ „გაუჩალიჩეს“. შირერის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს, უახლოეს რამდენიმე მატჩში შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს და ახალი მწვრთნელის მოსაყვანადაც ეს პერიოდი შეგნებულად დაამთხვიეს.

 

„მანჩესტერს 5 გოლი ერთ მატჩში ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ აღარ გაუტანია. ის, რომ გუნდმა ახალი მწვრთნელის ხელში 5 გოლი სასტარტო მატჩშივე გაიტანა რა თქმა უნდა პოზიტიური ფაქტია. ჩემი აზრით არ ღირს ეიფორიაში ჩავარდნა იმ გუნდის დიდი ანგარიშით დამარცხების გამო, რომელიც პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში დაბრუნდა და გადარჩენისთვის იბრძვის.

 

მოდით, ვიყოთ ობიექტურები: მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი მწვრთნელისთვის იდეალური დრო შეარჩია. გუნდს ამ პერიოდში პრემიერლიგაში შედარებით მარტივი განრიგი აქვს. მოურინიოს გაშვებაც შეგნებულად სუსტ მეტოქეებთან მატჩების წინ დაამთხვიეს“ - ამბობს ალან შირერი The Sun-თან საუბარში.

 

შეგახსენებთ, სოლსკიაერს მანჩესტერის  მწვრთნელის რანგში დებიუტი კარდიფთან ჰქონდა და 5:1 მოიგო, უახლოეს სამ ტურში კი ჰადერსფილდს, ბორნმუთს და ნიუკასლს დაუპირისპირდება.

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი