წმინდა იკერი

იკერ კასილასის ცხოვრების წესი

მას, საფეხბურთო სამყაროში წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ის არის მეკარე, რომელმაც ეპოქა შექმნა, როგორც მადრიდის რეალში, ისე ესპანეთის ნაკრებში. 7 წლის იყო, როდესაც სამეფო კლუბისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.

 

ის ყოველთვის გამოირჩეოდა სწრაფი რეაქციებით და შრომისმოყვარეობით. საბოლოოდ, მისი  თავდადება და საქმისადმი სიყვარული დაფასდა - ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.  ამჟამად, იკეს კასილასი პორტოს ღირსებას იცავს.

 

 

რუბრიკაში, „ცხოვრების წესი“, სწორედ იკერ კასილასს შეგახვედრებთ.

 

-ყოველი მატჩის წინ ორ რამეს ვაკეთებ - ხელით ვეხები კარის ზედა ძელს და წინდას უკუღმა ვიცვამ!

 

-ყველაზე მეტად ჯანმრთელობის პრობლემების მეშინია!

 

-ითამაშო ფეხბურთი - ეს დიდი პრივილეგიაა!

 

-ფეხბურთი ბევრ დროს გართმევს. ახალგაზრდობაში, სანამ ჩემი მეგობრები ერთობოდნენ, მე ვვარჯიშობდი და ქვეყნიდან-ქვეყანაში გადაფრენებში ვიყავი!

 

-ფეხბურთმა ყველაფერი მომცა!

 

 

-20 წლის აღარ ვარ ღამის წვეულებები რომ მიტაცებდეს. ახლა უკვე უპირატესობას სახლში, მყუდრო გარემოში ყოფნას ვანიჭებ!

 

-წმინდა იკერი - ეს მხოლოდ ლამაზი სახელია!

-წმინდანი არ ვარ, მგონი უფრო პირიქით არის!

 

-ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი. ვცდილობ მათზე ვისწავლო და აღარ გავიმეორო!

 

-ფეხბურთი ხალხს აბედნიერებს!

 

 

-ყველაზე რთული მატჩი კარიერაში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყო!

 

-თავს ნიჭიერ ადამიანად მივიჩნევ!

 

-ნიჭიერ პიროვნებას იღბალიც მუდამ თან დაჰყვება!

 

-რონალდო და მესი უდიადესები არიან!

 

-ფეხბურთელის მოვალეობაა - ვარჯიში, სწორი კვება, ძილი, რეჟიმის დაცვა, საქმისადმი სიყვარული!

 

-ფეხბურთელებიც ადამიანები არიან!

 

 

-ყველაზე მეტად დაუმსახურებელი კრიტიკა მაღიზიანებს!

 

-მწვრთნელი არასოდეს ჩხუბობს, ის დავალებებს იძლევა. მისი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია!

 

-ფეხბურთელმა გამოხატოს ემოციები ნორმალური ამბავია!

-შვილები ცხოვრებაში ყველაზე დიდი მიღწევაა. ასევე ის, რომ ფეხბურთის წყალობით ხალხს უდიდესი სიხარული მივანიჭე!

 

 

-თუ ჩემი შვილები ფეხბურთელობას მოინდომებენ წინააღმდეგი არ ვიქნები!

 

-მინდა მუდამ ფეხბურთში დავრჩე!




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!