უსათუოდ მოსაგები მატჩი

ლოკომოტივს კონტინენტის ფარზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის

12 იანვარს, საახალწლო ასზეიმო განწყობა სარაგბო სტადიონზე გადაინაცვლებს. ავჭალაში, კონტინენტის ფარზე, „ლოკომოტივი“ იტალიურ „ფიამე ოროსს“ დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში გასვლის კარგ შანსს შეინარჩუნებს.

 

ამ გუნდების პირველი მატჩი  8 დეკემბერს რომში შედგა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გამარჯვებით 29:22 დასრულდა.  ეს იყო „ლოკომოტივის“ პირველი გამარჯვება ევროტურნირებზე. ერთ კვირის შემდეგ კი რკინიგზელები ასევე სტუმრად „კალვიზანოს’“ შეხვდნენ და 20:13 იმარჯვეს. სამწუხაროდ, ამ მატჩის მიწურულს ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და ბონუსი აიღეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ფლეი ოფში გასვლაც მხოლოდ  “ლოკომოტივის“  წარმატებაზე დამოკიდებული აღარაა.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, 12 იანვრის, „ლოკომოტივს“ მატჩი მოსაგები აქვს, რომელიც ავჭალის სარაგბო სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

 


 




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!