მსოფლიოს შვიდი საუკეთესო მეგოლე მცველი

გოლები კაიზერ ფრანციდან როლანდ კუმანამდე


ბოლო დროს ხშირად ვხედავთ, რამდენი გოლი გააქვს ამპლუით ცენტრალურ მცველს, რეალის კაპიტან სერხიო რამოსს. ეს, ალბათ, განსაკუთრებული ნიჭია. მაგრამ თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ რამოსი გოლების რაოდენობით დიდად ჩამორჩება წარსულის ვარსკვლავებს. ამჯერად 7 საუკეთესო გამტან მცველს წრმოგიდგენთ

 

#7 ფრანც ბეკენბაუერი


 

Der Kaiser-მა, როგორც მას უწოდებდნენ, თავის დროს საკმაოდ გაუსწრო. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ეგრეთ წოდბული, „მწმენდავი“ და დღემდე ამ ამპლუის საუკეთესო წარმომადგენლად რჩება.მისი საფეხბურთო ინტელექტი შეუდარებელი იყო. პასის კულტურა, მოედნის ხედვა და  სიზუსტე დაცვაში, მას განსაკუთრებულს ხდიდა. თუმცა მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებოდა. მას გოლების გატანაც ეხერხებოდა, 19 წლიან კარიერაში 108 ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, ყველა დროის მცველთა შორის მე-7 ადგილზეა.

#6 რობერტო კარლოსი

 

 

შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო ფლანგის ფეხბურთელია. მას გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა და შესაძლოა, დაცვაში არ იყო იდეალური, შეტევებში ნამდვილად ძნელად მოეძებნება ბადალი. შეუდარებელი იყო საჯარიმო დარტყმების შესრულებაში, განსაკუთრებით ძლიერი გახლდათ შორიდან დარტყმებისას.ყველა დროის გამტან მცველთა შორის 113 გოლით ის მე-6 ადგლიზეა.

 

#5 სტივ ბრიუს

 

 

მართალია, ბევრს ის სანდერლენდში თამაშიდანაც კარგად ახსოვს, მაგრამ მისი კარიერის მთავარი ნაწილი მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირდება. დიდ მანჩესტერს, რომელსაც წლების მანძილზე კუნძულზე კონკურენტი არ ჰყავდა. ბრიუსი კი ამ გუნდის დაცვის ბურჯი გახლდათ, თუმცა არც გოლების გატანა უჭირდა. განსაკუთრებული სიზუსტით ურტყამდა თერთმეტმეტრიანებს. მართალია, ეროვნულ ნაკრებში ის არასოდეს მიუწვევიათ, თუმცა კარიერის მანძილზე 113 გოლი გაიტანა. აქდან, 1990-91 წლების სეზონში 19-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი, რაც მცველისთვის ფანტასტიკური შედეგია. ის მე-5 პოზიციაზეა.

 

#4 გრემ ალექსანდერი

 

 

შოტლანდიელი მარჯვენა მცველი ჩინებულად ასრულებდა პენალტებს და საჯარიმოებს. ბევრ გუნდში, მათ შორის, სკანტორპ იუნაიტედში, ბარნლიში, ლოუტონში და პრესტონ ნორთ ენდში უთამაშია. ჯამში მან 129 ბურთი გაიტანა და შოტლანდიის ნაკრების ღირსებაც 40-ჯერ დაიცვა.

 

#3 ფერნანდო იერო

 

 

ყველაზე წარმატებული ესპანელი კაპიტანი, ალბათ, იკერ კასილიასია, მაგრამ ყველაზე დაფასებული და პატივცემული მადრიდის რეალის ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო გახლავთ. მას მოსისხლე ბარსელონას ქომაგებიც კი დიდ პატივს სცემენ და ამით ყველაფერია ნათქვამი. შესანიშნავი მცველი გუნდის სული და გული იყო. მას არსაიდან შეეძლო გამოეგონებინა გოლი, შესანიშნავად თამაშობდა თავით და სტანდარტულებსაც კარგად ასრულებდა. ჯამში მან 163 გოლი გაიტანა.

 

#2 დანიელ პასარელა

 

 

ნათქვამია, ტანმორჩილი მოთამაშეები კარგი მცველები ვერ გამოდიანო, მაგრამ დანიელ პასარელამ დაამტკიცა, რომ მთლად სიმაღლეშიც არ უნდა იყოს საქმე. ის მხოლოდ 173 სანტიმეტრს სიმაღლის გახლდათ, მაგრამ დაცვაში დიდებულად ირჯებოდა და შეტევების წამომწყებიც იყო. შესანიშნავად თამაშობდა თავით და 175 გოლიდან, უმეტესობა სწორედ თავით აქვს გატანილი. გარდა ამისა, ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ და მისი დიდი დამსახურებაა არგენტინის ნაკრებმა 1978 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოიგო.

 

#1 რონალდ კუმანი

 

 

ყველა დროის საუკეთესო გამტანი მცველი. დღეს ის ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელია და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. თამაშისას კი სხვადასხვა პოზიციებიდან გოლების გატანის საოცარი უნარი ჰქონდა. შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს. ნახევარდაცვაშიც შეეძლო თამაში, მაგრამ მაინც მისი საყვარელი ადგილი დაცვის ცენტრი გახლდათ. კარიერის მანძილზე 253 გოლი გაიტანა და ძნელი წარმოსადგენია, ახლო მომავალში ვინმემ მისი შედეგი გააუმჯობესოს.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!