საქართველო ფავორიტია!

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროშესარჩევს მალტაზე იწყებს

11 იანვარს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაებმება. ჩვენი გუნდი წილისყრამ B ჯგუფში მოახვედრა, რომლის შეხვედრები მალტაზე გაიმართება.

 

საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან მასპინძელი მალტა, კვიპროსი და აზერბაიჯანი. ჯგუფში  ფავორიტი საქართველოა. მეორე ეტაპზე რომელიც უკვე შემოდგომაზე ფლეი-ოფის სისტემით გაიმართება, ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადავა. 

 

— ვფიქრობ, რომ დღევანდელ ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების კარგი ბალანსია და ადრინდელზე უკეთ დაკომპლექტებული გუნდი გვყავს. ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც აქამდე არ ვიცნობი მონპელიეს ინსაიდი, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძეა. დანარჩენებთან ადრე მიმუშავია.ვფიქრობ, ჩვენი ნაკრებისთვის არა მხოლოდ ამ ეტაპის დაძლევა, არამედ თავად ევრო 2022-ზე მოხვედრაც რეალურია. ფლეი-ოფის შემდეგ მთავარი შესარჩევი რაუნდი 2020 წელს იწყება ანუ ჩვენ ამ დროში დიდი რეზერვი გვაქვს - ორ წელიწადში ცხოვრებაძემ, თეიმურაზ ორჯონიკიძემ, გიორგი დიხამინჯიამ, ირაკლი კბილაშვილმა და სხვა ახალგაზრდებმა სერიოზული პროგრესი უნდა განიცადონ.ოღონდ ამას სხვანაირი მომზადება დაჭირდება. თუ პირველი ეტაპისთვის მოსამზადებლად 6 დღე და 10 ვარჯიში საკმარისია, ფლეი-ოფის გასავლელად მეტი დრო და საკონტროლო მატჩები დაგვჭირდება. კიდევ უფრო მეტი რესურსი დაგვჭირდება მთავარი შესარჩევი რაუნდის დასაძლევად. მე ვთქვი, რომ დაბალანსებული და პერსპექტიული გუნდი გვყავს, მაგრამ ისეც არაა, რომ პრობლემური პოზიცია არ გვქონდეს - ხაზი, მარცხენა კუთხე. ამ პოზიციებზე და ყველა სხვა პოზიციაზე ბევრი სხვა მოთამაშის გამოცდაც მოგვიწევს. მე ძალიან ბევრ პერსპექტიულ ახალგაზრდას უკვე ვიცნობ. დიდი მუშაობა იქნება გასაწევი, რომ მთელი ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, — თქვა საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ოთხწლიანი განშორების შემდეგ დაბრუნებულმა სერბმა სპეციალისტმა ჯორჯე რაშიჩმა.

 

 

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: შოთა თევზაძე (ფოჩანი, რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (BSB ბათუმი);
 

მარცხენა გარემარბები: ზურაბ აბრამიშვილი (BSB ბათუმი), ჯემალ იმნაძე (ქუთაისი)
 

მარცხენა ინსაიდები: ლექსო წითელიშვილი (სტრუგა, მაკედონია), თეიმურაზ ორჯონიკიძე (ფერენცვაროში, უნგრეთი), სერგო დათუკაშვილი (უგუნდო);
 

გამთამაშებლები: ირაკლი ჩიქოვანი (კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (ოდესა, უკრაინა), გიგა ზარნაძე (პეგასი);
 

მარჯვენა ინსაიდები: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), რატი მსხვილიძე (უგუნდო)გიორგი დიხამინჯია (სტრუგა, მაკედონია);
 

მარჯვენა გარემარბები: რევაზ ჭანტურია (პელისტერი, მაკედონია), ირაკლი გოგოლაძე (BSB ბათუმი);
 

ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (დიომიდის არგოსი, საბერძნეთი), უჩა მაისურაძე (უგუნდო)

 

11 იანვარი 20:00 კვიპროსი - აზერბაიჯანი, 22:30 საქართველო - მალტა

 

12 იანვარი 19:00 აზერბაიჯანი - საქართველო, 21:30 მალტა - კვიპროსი

 

13 იანვარი 17:00 კვიპროსი - საქართველო,  19:30 აზერბაიჯანი - მალტაა




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!