დელ პოტრომ თარიღი თქვა

ხუან მარტინი თებერვალში დაბრუნდება

მოახლოებული ავსტრალიის ღია პირველობა რამდენიმე ჩოგბურთელს მოისაკლისებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ხუან მარტინ დელ-პოტროა. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ არგენტინელ ჩოგბურთელს, წინა სეზონში პეკინის უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოუგო.

 

მას შემდეგ, დელ პოტრო საქმეში აღარ გვინახავს. არგენტინელი მეჩოგნე ბოლო ხანებში ტრავმებმა გააწვალა. ახლაც მუხლს მკურნალობს და წლის პირველი დიდი სლემის გამოტოვება უხდება.

 

მოკლედ, დელ პოტრო მელბურნში არ იქნება, თუმცა მის გულშემატკივრებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ ის კორტს მალე დაუბრუნდება. ხუან მარტინი, 2019 წლის სეზონს ერთ თვეში, დელლრეი ბიჩში გახსნის, რომელიც 15-24 თებერვალს  გაიმართება.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!