მოჭიდავეებმა წელი საქართველოს ჩემპიონატით დაიწყეს

ჩემპიონატის პირველმა დღეს განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე ჩაიარა

2019 წელი, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრით - ეროვნული ჩემპიონატით დაიწყო. ტურნირი სპორტის სასახლეში 13 იანვრამდე გასტანს.

 

პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალისტები სულ 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. აქედან 4 თავისუფალში, 3 კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებში.

 

ნიშანდობლივია, რომ ჩემპიონატის უკეთ ორგანიზების და გარკვეული გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ტურნირზე უცხოელი არბიტრები მოიწვია. თბილისში 3-3 მსაჯი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.

 

ჩემპიონატის პირველმა დღეს განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. ესეც ფინალისტები, რომლებიც ჩემპიონობისთვის 11 იანვარს, 17:00 საათზე შეებრძოლებიან.

 

თავისუფალი ჭიდაობა. 
 

65 კგ. ამირან ვახტანგიშვილი (გორი) - ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
79 კგ. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური) - ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი) - ტარზან მაისურაძე (ყაზბეგი)
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) - გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 
 

55 კგ. ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
67 კგ. საჩინო დავითაია (სენაკი) - მურად მიქელაძე (აჭარა)
87 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი) - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!