პროგნოზი: ჩელსი-ნიუკასლი

პროგნოზი: ჩელსი-ნიუკასლი

ჩელსი-ნიუკასლი

დრო: 12 იანვარი, შაბათი, 21:30 საათი

მსაჯი: კრის კავანა (ინგლისი )

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩელსი 44 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონას ასრულებს და მე-4 პოზიციაზე იმყოფება. ბურთების შეფარდება - 38:16. არისტოკრატებმა, რომლემაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და ხანგძლივი დროის განმავლობაში იმ სამ საუკეთესო გუნდს შორის იკავებდნენ ადგილს, რომელსაც წაგწება არ ჰქონია, ბოლო ტურებში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუარესეს.

 

ჩელსიმ, რომელმაც ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 2 წააგო და მხოლოდ სამში მოახერხა გამარჯვება, უკანასკნელი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ინგლისის ლიგის თასის ეგიდით გამართა და ლონდონურ დერბიში ტოტენჰემთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

 

ლურჯებს სტემფორდ ბრიჯზე ჩატარებული ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ წაგებული, აქედან 10-ში კი კარი მშრალად შეინახეს.

 

რაც შეეხება ნიუკასლს, გუნდს მხოლოდ 18 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდება ასე გამოიყურება - 15:29.

 

კაჭკაჭები ცუდ ფორმაში არიან გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ბოლოს კი ასოციაციის თასზე ბლექბერნთან ფრე - 1:1 ითამაშა. საშინაო კედლებიდან მოშორებით გუნდი განსაკუთრებით ცუდად თამაშობს - სტუმრად ჩატარებული ბოლო 21 შეხვედრიდან ნიუკასლმა მხოლოდ 4 მოიგო, ცხრაში კი დამარცხდა.

 

ურთიერთშეხვედრები

ისტორიულად, ამ გუნდების დაპირისპირებაში ლონდონელები ლიდერობენ.

 

ჩელსიმ ბოლო 7 მატჩიდან 5 მოიგო.

 

გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან რვაში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ჩელსი: კეპა, ალონსო, ლუისი, რუდიგერი, ასპილიკუეტა, კოვაჩიჩი, ჟორჟინიო, კანტე, ჰადსონ-ოდოი, აზარი, პედრო.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი (იტალია).

 

ნიუკასლი: დუბრავკა, იედლინი, შაარი, ლასკელსი, კლარკი, რიჩი, შელვი, დიამე, პერესი, რონდონი.

მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

ჩელსიმ, რომელმაც ბოლო ტურებში არასტაბილური თამაში აჩვენა, საშინაო კედლებში კი გულშემატკივრები უხვგოლიანობით ვერ გაახარა, სუფთა ანგარიშით და რამდენიმებურთიანი უპირატესობით გამარჯვებას შეეცდება.

 

ჩელსი გოლს არ გაუშვებს @1.60

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.65


ჩელსი-ნიუკასლი

ჩელსიმ პრემიერლიგაში ბოლო საშინაო მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, ზედიზედ სამ შეხვედრაში უგოლო სერია გუნდს 1993 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ნიუკასლი "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელი კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში მოუგებელია ზედიზედ 9 კი წააგო.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც უფრო ნაკლები გოლი აქვს ამ სეზონში გახშირებული ვიდრე ჩელსის მიმდინარე გათამაშების ლიდერი ლივერპულია.

ნიუკასლმა პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, სტუმრად გამართული ბოლო 4 მატჩიდან სამში კი გუნდმა მეტოქის კარის უსაფრთხოებას ვერაფერი დააკლო

ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ჩელსის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ეს 2008 წელს ლივერპულის თავკაცის რანგში (1:0) მოაერხა.

ჩელსის ლიდერ ედენ აზარს ნიუკასლის წინააღმდეგ სტემფორდ ბრიჯზე ჩატარებულ 5 მატჩში 7 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (6 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა).

ჩელსის ცენტრალურ თავდამსხმელად ოლივიე ჟირუს პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ ნიუკასლის წინააღმდეგ აქვს გატანილი.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!