პროგნოზი: ვესტ ჰემი-არსენალი

პროგნოზი: ვესტ ჰემი-არსენალი

ვესტ ჰემი-არსენალი

დრო: 12 იანვარი, შაბათი, 16:30

მსაჯი: ჯონათან მოსი (ინგლისი, 48)

 

სატურნირო მდგომარეობა

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტური ლონდონური დერბით გაიხსნება. 
გუნდები მას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით ხვდებიან.

 

21 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, არსენალს 41 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს. გუნდმა 46 გოლი გაიტანა და 21 გაუშვა. უნაი ემერის გაწვრთნილები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ჩელსის 3 ქულით და ერფი საფეხურით ჩამორჩებიან.

 

არსენალმა ბოლო ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულა და ორივე მათგანში მეტოქეს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა. უკანასკნელი შეხვედრა გუნდმა ინგლისის ასოციაციის თასზე 5 იანვარს ბლექპულის წინააღმდეგ გამართა და 3:0 მოიგო. ამ გამარჯვებით მეთოფეებმა სტუმრად 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

 

რაც შეეხებათ ჩაქუჩებს, სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდმა თავი 28 ქულას მოუყარა და მეათე ადგილზე აღზევდა. ბურთების შეფარდება 29:32.

 

ვესტ ჰემმა, რომელმაც ბოლო 9 მატჩიდან 6 მოიგო, ხუთი დღის წინ საშინაო არენაზე ინგლისის ასოციაციის თასის ეგიდით ბირმინგემს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

 

შინაურ კედლებში ვესტ ჰემმა ბოლო 7 მატჩიდან 2 წააგო, 4-ში კი გამარჯვებას მიაღწია.

 

ურთიერთშეხვედრები

ამ ლონდონური დერბის ისტორიაში არსენალი ლიდერობს.

 

აქ არსენალს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება 2 ფრე).

 

მეთოფეებმა ბოლო სამი მატჩი მოიგეს, აქედან ორში კი მეტოქეს მინიმუმ 3 გოლი გაუტანეს.

 

ბოლო 7 დაპირისპირებიდან ხუთში მინიმუმ სამი გოლი გავიდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, კრისუელი, ობგონა, დიოპი, ზაბალეტა, ანდერსონი, რაისი, ნოუბლი, სონგრადსი, ქეროლი, არნაუტოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი (ჩილე).

 

არსენალი: ჩეხი, მუსტაფი, სოკრატისი, კოშელნი, მაიტლენდ-ნაილსი, ტორეირა, ჯაკა, კოლაშინაცი, აიუბი, ობამეიანგი, კოშელნი.

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 22 მატჩიდან 21-ში არსენალს გოლი აქვს გატანილი. ამასთან საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვა ჩაქუჩებს ძალიან ურთულდებათ, თუმცა დასავლეთ ლონდონელები გატანას თავადაც ახერხებენ ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში მათ მეტოქეთა კარი მინიმუმ ორჯერ აიღეს.

 

არსენალი მინიმუმ ორ გოლს გაიტანს @1.68

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.50


ვესტ ჰემი-არსენალი

ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებებში გასული ბოლო 17 გოლიდან 15 მეორე ტაიმში დაფიქსირდა.

ვესტ ჰემმა პრემიერ ლიგაში ბოლო რვა საშინაო მატჩში გოლი გაუშვა. 2009 წლის აპრილის (12) შემდეგ, ეს გუნდის ყველაზე გრძელი ისეთი სერიაა, როდესაც კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებს.

მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან მეორე ტურში (0:2) დამარცხების შემდეგ, არსენალი პრემიერლიგის ყველა შეხვედრაში მეტოქეთა კარის აღებას ახერხებს.

არსენალს 2015 წლის შემდეგ პრემიერლიგაში ზედიზედ 3 ლონდონური დერბის მოგება პირველად შეუძლია.

არსენალის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერის კარიერის განმავლობაში მისი მომავალი მოწინააღმდეგის მანუელ პელეგრინის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული 6 მატჩიდან არცერთი მოუგია (2 ფრე, 4 წაგება).

ვესტ ჰემის მაისურით არსენალის კარში ენდი ქეროლს ბოლო ორ შეხვედრაში ოთხჯერ აქვს გატანილი, 2016 წლის აპრილში მან ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეძლო.

არსენალის თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ბოლო ოთხ ლონდონურ დერბიში გოლი აქვს გატანილი, ამასთან მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!