ლუიზი და ლისაბონი

ბრაზილიელი კარიერას ლისაბონში დაასრულებთ

ჩელსის ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიზი ზაფხულში, ალბათ, პორტუგალიაში, კერძოდ ბენფიკაში დაბრუნდება. 

 

31 წლის ფეხბურთელს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი სწორედ ამ სეზონის შემდეგ უმთავრდება, რის გაგრძელებასაც პირობებზე შეუთანხმებლობის გამო აღარ აპირებს.

 

 

პორტუგალიური პრესის ცნობით, დავიდ ლუიზს ბენფიკას ხელმძღვანელობასთან დაბრუნებაზე ზოგადი საუბარი უკვე ჰქონდა და ისიც ითქვა, ბრაზილიელს კარიერის დასრულება სწორედ ლისაბონში სურსო.

 

დავიდ ლუიზი ჩელსიმდე 2007-2011 წლებში სწორედ ლისაბონის ბენფიკაში თამაშობდა. ჩელსიდან კი 2014 წელს ორი სეზონით პსჟ-ში წავიდა...

 

მიმდინარე სეზონის 20 მატჩში ბრაზილიელი მცველის ანგარიშზე 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.




- 1999 - სერენამ დიდი სლემის პირველ 1/4 ფინალი ითამაშა

- 2019 - სერენა 50-ე დიდი სლემის 1/4 ფინალს ითამაშებს

სერენა უილიამსი - სიმონა ჰალეპი

6-1; 4-6; 6-4


- გაცხარებული გიორგი ლორია კასილასზე, ბუფონზე და მეკარის ფიქრებზე!
#წიწაკები -ს პირველი ეპიზოდი მხოლოდ Leadersport-ზე
- ყველაზე ცხარე ინტერნეტ საგა იწყება!