გორგოძემ მოგებით დაიწყო

მომდევნო მეტოქე ამერიკელი ან რუსი იქნება

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობა გაჩაღებულა, პარალელურად კი იმავე მწვანე კონტინენტზე, ქალაქ ბერნში ITF-ის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

 

ტურნირზე მონაწილეობას ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძეც იღებს, რომელმაც პირველი წრე წარმატებით გადალახა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გერმანელი ანა ზაია გახლდათ, რომელსაც გორგოძემ სამ სეტში - 6:1, 3:6, 6:3 მოუგო.

 

მეორე წრეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ამერიკელ ეიშა მუჰამადს და რუს ირინა ხრომაჩოვას შორის გამარჯვებული იქნება.

 

შეგახსენებთ, გორგოძემ ძალები ავსტრალიის ღია პირველობაზეც მოსინჯა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე ეტაპზე დამარცხდა.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი