ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბორჯღალოსნები ორ მატჩს შინ თამაშობენ -  17 თებერვალს (18:00) ესპანეთს ავჭალაში ვეთამაშებით, ხოლო 10 მარტს (16:00) აია არენაზე (ქუთაისი) გერმანიას ვერკინებით

სულ მალე ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მე-17 გათამაშებაში ჩაერთვებიან. 2019 წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 9 თებერვალს კლუჟში (თბილისის დროით 16 საათზე), მასპინძელი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს და ის ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნება.

 

9 თებერვალსვე ბორჯღალოსნებს წლის პირველი თასის მოპოვების შანსი ექნებათ - რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის თასის“, რომელიც აქამდე 11-ჯერ აღგვიმართავს.

 

რაც შეეხება რაგბი ევროპის ჩემპიონატს, ის 2000 წლიდან იმართება და რადგან სამჯერ გამარჯვებული ორი წლის ჯამის მიხედვით ვლინდებოდა, აქამდე ჩატარებულ 16 ტურნირში 10-ჯერ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა, აქედან ბოლო 8 გათამაშებიდან 7-ჯერ (2017 წელს რაგბი ევროპა რუმინეთმა მოიგო).

 

2019 წელს საქართველო რუმინეთის გარდა კიდევ ორ გასვლით შეხვედრას გამართავს - 2 მარტს ბრიუსელში ბელგიასთან (თბილისის დროით 18 საათზე) და 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან (16 საათი).

 

ბორჯღალოსნები ორ მატჩს შინ თამაშობენ -  17 თებერვალს (18:00) ესპანეთს ავჭალაში ვეთამაშებით, ხოლო 10 მარტს (16:00) აია არენაზე (ქუთაისი) გერმანიას ვერკინებით.

 

ორივე საშინაო მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვვა დაიწყო - www.TKT.GE/Rugby

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი