ლამაზი დღე ზაზა ფაჩულიას აკადემიაში!

კიდევ ერთი კარგი მოგონება ზაზა ფაჩულიას აკადემიის ისტორიაში. დღე, რომელმაც ყველას ბევრი სითბო და სიხარული მოუტანა.

 

ზაზას აკადემიის მოსწავლის, ლაშა ხუნდაძის მამა გიორგი ხუნდაძე ავღანეთში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით იყო. ის დაბრუნდა საქართველოში და ზაზას აკადემიამ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გადაწყვიტა ლაშასთვის აეხდინა ოცნება - მის თამაშს მამა დასწრებოდა.

 

ზაზა ფაჩულიას აკადემიის 2008-წლიანების გუნდი ამხანაგურ მატჩში შეხვდა თავდაცვის სამინისტროს გუნდს. ჩვენი გუნდის მწრთვნელი იყო დავით მუმლაძე (ასისტენტი - ნიკა ნიბლაძე), თავდაცვის სამინისტროს გუნდის მწრთვნელი - ალექსანდრე ქისტაური.

 

შეხვედრის მეორე მეოთხედში მწვრთნელებმა აიღეს წუთშესვენება და ამ დროს დარბაზში ლაშას მამა შემოვიდა. უბრალოდ, თბილი და დასამახსოვრებელი წუთები, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო.

 

თავდაცვის სამინისტროდან სხვებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და გენერალი შალვა ჯაბახიძე. აკადემიის მხრიდან - დირექტორი გიორგი ალავიძე და სპორტული დირექტორი ლაშა ფარღალავა. შემადგენლობები თავდაცვის სამინისტრო: 4. ნიკოლოზ მამფორია, 6. დაჩი ჩიმაკაძე, 7. ნიკოლოზ ხუხაშვილი, 8. ბექა ლოხიშვილი, 9. სერგი ჩიხლაძე, 12. ლუკა ბარბაქაძე, 13. ავთანდილ ხანიშვილი, 14. დავით ჭუაძე, 15. გიორგი ძნელაძე, 20. მათე ჭკადუა, 21. დავით გიგაშვილი, 33. ნიკოლოზ ქისტაური.

 

ზაზას აკადემია: ლაშა ხუნდაძე, მათე მეცხვარიშვილი, დანიელ შვანგირაძე, ირაკლი შიოლაშვილი, ანდრია ჭელიძე, საბა თოლორდავა, ნიკა მეგრელიშვილი, დემეტრე გურგენიძე, ილია პატარაია, ნიკოლოზ კუხალაშვილი, ალექსანდრე სოლტიში, მათე ყავლაშვილი, მათე ნებიერიძე, ნიკოლოზ კორძაძე, შიო ნარიმანიძე, ანდრია ჭკადუა, ნიკოლოზ დევაძე, გიორგი მუშკუდიანი, ცოტნე დგებუაძე, ტარიელ კუპატაძე. ხუნდაძეების ოჯახთან ერთად ეს სიხარული მთელმა აკადემიამ გამოსცადა. მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი