სარაევოში 6 სპორტსმენით

გახსნის ცერემონია 10 თებერვალს არის დაგეგმილი და საქართველოს დელეგაციის მედროშე სანდრო ჟორჟოლიანი იქნება

10-15 თებერვალს, სარაევო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.

 

ბოსნიის დედაქალაქში 46 ქვეყნის 1000-მდე სპორსტმენი მოიყრის თავს, ხოლო შეჯიბრებები 8 სახეობაში გაიმართება.

 

საქართველო სპორტის 2 სახეობაში 6 სპორტსმენით წარსდგება. ესენი არიან:

 

1. ნოდარ კოზანაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
2. გიორგი აბრამაშვილი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
3. სანდრო ჟორჟოლიანი (სამთო-სათხილამურო სპორტი )
4. ნინო კურტანიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი )
5. მაგატა ჯაფარიძე (სამთო-სათხილამურო სპორტი ) 
6. ალინა ურუშაძე (ფიგურული ციგურაობა )

 

გახსნის ცერემონია 10 თებერვალს არის დაგეგმილი და საქართველოს დელეგაციის მედროშე სანდრო ჟორჟოლიანი იქნება.

 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი