შერმადინმა ბოლო წამზე იმარჯვა

უნიკახას 20 შეხვედრაში 13 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” დაძაბულ ბრძოლაში, მატჩის ბოლო წამზე შესრულებული ზუსტი ორქულიანით “მანრესა” 99:97 დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი მალაგელებისთვის საკმაოდ დაძაბული და რთული აღმოჩნდა, თუმცა საბოლოოდ ლამაზი გამარჯვებით “უნიკახამ” საკუთარ გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქა.

 

გამარჯვებაში უდიდესია ქართველი ცენტრის წვლილი. შერმადინმა 21:13 წუთი ითამაშა, მაგრამ ხსენებული დრო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ყოფილიყო. გიორგიმ საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ჩვენებურმა 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

 

შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტითა და ჩაგდებული ქულებით მხოლოდ „მანრესას“ წევრ რაიან ტულსონს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.

 

„უნიკახას“ 20 შეხვედრაში 13 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 3 მარტს,სტუმრად „ბასკონიას“ გაეჯიბრებიან.





#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი