პროგნოზი: ბილბაო-ბარსელონა

პროგნოზი: ბილბაო-ბარსელონა

ბილბაო-ბარსელონა

დრო: 10 თებერვალი, კვირა, 23:45 საათი

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)


სატურნირო მდგომარეობა 


ბილბაოს ატლეტიკი ბოლო სეზონებისგან განსხვავებით, ევროზონაში ყოფნას ვეღარ ახერხებს და 26 ქულით მე-13 ადგილს სჯერდება. გოლების შეფარდება - 23:28.

ბასკები სეზონის პირველ ნახევარში გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ორი წააგეს და უფრო ზედა პოზიციებზე ამაღლდნენ.

საშინაო არენაზე ბილბაოს ზედიზედ ორი მოგება და ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 წაგება აქვს.

ბოლო ტურში, ბილბაომ რეალ სოსიედადთან სტუმრად ითამაშა და 1:2 წააგო.

მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე გათამაშების ლიდერია, გუნდს 50 ქულა აქვს და მეორეზე გადმოსულ რეალს ხუთით უსწრებს, მაშინ როდესაც სამეფო კლუბზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ბარსელონამ ყველაზე მეტი - 60 გოლი გაიტანა და 17 გაუშვა, რაც მეორე შედეგია.

ბარსელონას ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია და ბოლო რვა შეხვედრიდან 5 მოგება აქვს.

კატალონიელებს რთული კალენდარი აქვთ. ბოლო შეხვედრა გუნდმა კოპა დელ რეის ნახევარფინალში, საშინაო არენაზე, პრინციპულ მეტოქე რეალთან გამართა - 1:1.

ბარსელონასთვის სტუმრად თამაში ამ სეზონში ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ბოლო 4 მატჩიდან, რომელიც ბლაუგრანა მეტოქის მოედანზე გამართა, 2 წააგო თუმცა ორივე სამეფო თასის ეგიდით შედგა.


ურთიერთშეხვედრები


გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ბარსელონა გამოკვეთილი ლიდერია.

კატალონიელებს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, საიდანაც ოთხი გამარჯვებით დაასრულეს.

სეზონის პირველი წრის მატჩი კამპ ნოუზე ფრედ - 1:1 დასრულდა.

ბასკებმა ბარსელონას ბოლო ოთხ მატჩში ერთადერთი გოლი გაუტანეს.

 

სავარაუდო შემადგენლობა


ბილბაო: ერენინი, იური, მარტინესი, ალვარესი, მარკოსიზ ეჩებერია, გარსია, მუნიაინი, გარსია, გომესი, ვილიამსი.

მთავარი მწვრთნელი: გაისკა გარიტანო (ესპანეთი).

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, დემბელე, სუარესი, კოუტინიო.

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).


პროგნოზი 

ბარსელონა თამაშს დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერის ლიონელ მესის გარეშე დაიწყებს, რაც კატალონიელთა შეტევით პოტენციალს შეასუსტებს. უხვგოლიანობით არც ბასკები გამოირჩევიან, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ მატჩში ბევრი გოლი არ გავა.

ბარსელონას წინ ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეიში მოსისხლე მტერთან დაპირისპირება და რთული კალენდარი ელის, ლა ლიგაში კი ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. არსებობს შანსი იმისა, რომ დღეს ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ბილბაომ საკუთარ კედლებში დიდი სხვაობით არ წააგოს.



მატჩში 3.5-ზე ნაკლები გოლი გავა @1.45#mce_temp_url#

ბილბაო ორზე მეტი ბურთის სხვაობით არ წააგებს @1.43#mce_temp_url#




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი