ლიპარტელიანმა პარიზი გაასამა

4 მედალი გრანდ-სლემიდან

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ-სლემზე ყველა სინჯის მედალი მოიპოვა. პირველ საშეჯიბრო დღეს მოპოვებულ ვერცხლს და ბრინჯაოებს, ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროც მიამატა და პარიზის უპრესტიჟულესი შეჯიბრი კარიერაში მესამედ მოიგო.

 

ბოლოს, ლიპარტელიანმა (100კგ) აღნიშნულ  გრანდ-სლემზე  2015 წელს იჩემპიონა, ხოლო 4 წლის შემდეგ ოქროს მედლით მკერდი კვლავ დაიმშვენა. ტაილანდელი, ბულგარელი და ფრანგი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ნახევარფინალში მისთვის უხერხულ მეტოქეს, სამხრეთ კორეელ გუამ ჩოს აჯობა, ხოლო ფინალში იაპონელი ვოლფი დაჯაბნა.

 

ამრიგად, პარიზის გრანდ-სლემიდან საქართველოს ნაკრები 4 მედლით ბრუნდება და შეიძლება ითქვას, რომ ახალ მწვრთნელს, ნოდარ მეტრეველს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი