NBA-ს მიმოხიხლვა

NBA-ს მიმოხიხლვა

მორიგი საინტერესო შეხვედრები გაიმართა NBA-ში. ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მატჩად უდაოდ გოლდენ სტეიტისა და მაიამი ჰიტის მატჩი უნდა მივიჩნიოთ. თამაში მასპინძელთა სასარგებლოდ 120-118 დასრულდა. მთელი შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, გოლდენმა კი თამაშის მოგება ბოლო მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახლავთ, რომელიც გუნდს 39 ქულით, 4 პასით და 6 მოხსნით დაეხმარა.

ასევე საინტერესო გამოდგა დალას მავერიქსისა და პორტლენდ ბლეიზერსის დაპირისპირება. შეხვედრის მიმდინარეობისას რთული იყო იმის თქმა თუ ვის დარჩებოდა მოგება და საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 102-101 დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე დამიან ლილარდია, რომელმაც თავი 30 ქულით, 5 პასით და 3 მოხსნით გამოიჩინა.

დანარჩენი შეხვედრებიდან ფილადელფიამ ლოს ანჟელეს ლეიკერსი 143-120 დაამარცხა, 117-104 დასრულდა საკრამენტოსა და ფენიქს სანსის დაპირისპირება, ხოლო რაც შეეხება ატლანტა ჰოუქსისა და ორლანდო მეჯიქის მატჩს, თამაში სტუმრებმა 124-108 მოიგეს.




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი