VAR რომში და მანჩესტერში იწყება

ლიგაში მსაჯებს ასისტენტი მიხედავს


საფეხბურთო ევროპაში ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. ბრუნდება ახლებურად - ვიდეორეფერისთან ერთად. დიდი ხნის კამათის შემდეგ, როგორც იქნა, უეფა დათანხმდა ოპონენტების მოთხოვნას და ლიგის მატჩებზე VAR-ის გამოყენება გადაწყვიტა. არბიტრის ვიდეო ასისტენტი საქმეში 12 თებერვალსვე, რომა-პორტუსა და მანჩესტერი-პსჟ მატჩებისას ჩაერთვება.

სიახლის ამოქმედებამდე კი უეფას სამსაჯო მიმართულების უფროსმა ოფიცერმა, წარსულში ცნობილმა იტალიელმა არბიტრმა რობერტო როზეტიმ გარკვეული განმარტებები გააკეთა. 

 

„დარწმუნებულნი ვართ, რომ სიახლე უეფას ტურნირებს სასიკეთოდ წაადგება. VAR-ის სისტემა მსაჯებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება და მნიშვნელოვნად შეამცირებს შეცდომების რისკსა და რაოდენობას. რაც მთავარია, თავად მსაჯები ამ სიახლეს მიესალმებიან და უკვე გაიარეს კიდეც პრაქტიკული მეცადინეობა. სისტემა ტექნიკურად გატესტილია, მატჩებისთვის მზად ვართ. რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ვიდეოასისტენტი, ეს რეგულაცია საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ შეიმუშავა. VAR საქმეში ჩაერევა მაშინ, როცა მსაჯის შეცდომა თვალსაჩინო იქნება. ვიდეოასისტენტს გამოვიყენებთ საეჭვო გოლისას, საეჭვო პენალტისას, პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენებისას და ფეხბურთელის აუცილებელი იდნტიფიკაციისთვის“, - თქვა რობერტო როზეტიმ. 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებიდან VAR ასევე ამოქმედდება მაშინ, როცა გატანილ გოლამდე საეჭვო იქნება ჯარიმა ან თამაშგარე მდგომარეობა. უახლესი 3D ტექნოლოგიის დახმარებით დაზუსტდება იყო თუ არა ოფსაიდი და ღირს თუ არა კონკრეტული ეპიზოდისას წითელი ბარათის ჩვენება. 

 

„საჯარიმოში ხელით თამაშისას შექმნილ საპენალტე მომენტს კი განმოერებით მხოლოდ მაშინ ნახავენ, როცა ხელით განზრახ თამაშზე იქნება ეჭვი. არბიტრის ვიდეოასისტენტმა ასეთი ეპიზოდისას მხედველობაში უნდა მიიღოს ბურთის მოძრაობის სიჩქარე, დისტანცია მცველამდე, ფეხბურთელის პოზიცია და სხვა ყველა წვრილმანი. საბოლოო გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება“, - თქვა უეფას სამსაჯო მიმართულების უფროსმა ოფიცერმა.

შეგახსენებთ, 12 თებერვალის ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩი 23.59  საათზე დაიყება. 




#ბეთბარი | ბარსელონა - ვალენსია

- ამ მატჩიდან 3 დღეში ბარსა რეალს ეთამაშება
 თუ პროგნოზები ჯერ არ გაქვს, ნახე ბეთბარის ახალი ეპიზოდი