ბორჯღალოსნებმა ტონგაც დაიბრიყვეს

საქართველოს ნაკრებმა წელი გამარჯვებით დახურა და ტონგას ნაკრები დაამარცხა

ბორჯღალოსნებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები და წელიც გამარჯვებით დახურეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა, ტონგას გასაქანი არ მისცეს და დამსახურებულად 20:9 დაამარცხეს.

 

ტონგას სარაგბო ნაკრებმა, რომელსაც ზედმეტსახელად ზღვის არწივებს ეძახიან, ქულები მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით აიღო. საქართველოს ნაკრებმა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა და მეტოქეს ლელო არ დაადებინა.

ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ აქამდე 6-ჯერ ეთამაშა და ორი მარცხის წილ, 4 მოგებით დადებითი ბალანსიც ჰქონდა. ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება კი უსათუოდ 2015 წლის მსოფლიო თასზე მოგება უნდა ჩაითვალოს. შესანიშნავად მობურთალმა ბორჯღალოსნებმა, მამუკა გორგოძისა და კოკი თხილაიშვილის ლელოებით, ასევე მერაბ კვირიკაშვილის 7 ქულით, პრინციპულ შეხვედრაში 17:10 იმარჯვეს.

 

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები ოთარ გიორგაძემ და ზურაბ ჟვანიამ დადეს, ხოლო გარდასახვები ზუსტად თედო აბჟანდაძემ შეასრულა.

 

ამრიგად, მიხეილ მესხზე, 2018 წლის 24 ნოემბრის ტესტ-მატჩიც უკვე ისტორიის კუთვნილებაა.