რუსები კვლავ დალელოვდნენ

ილია მაისურაძის შეგირდები საქართველოში შეკრებაზე მყოფ რუსებს პირველად 19 ნოემბერს შეხვდნენ და 52:12 სძლიეს.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რუსთავის რაგბის სტადიონზე რუს თანატოლებთან მეორე მოსამზადებელი მატჩი გამართეს და მეტოქეს 26:14 სძლიეს.

 

ილია მაისურაძის შეგირდები საქართველოში შეკრებაზე მყოფ რუსებს პირველად 19 ნოემბერს შეხვდნენ და 52:12 სძლიეს. მეორე თამაში 24 ნოემბერს გაიმართა და მწვრთნელებმა საქმეში რეზერვის მოთამაშეები გამოსცადეს.

 

წვიმიან ამინდში, პირველ ტაიმში თამაშის აწყობა ვერ მოხერხდა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვეს და სალელოვე შანსები წვიმას გაატანეს. გარდა ამისა, გუნდი ორჯერ დაისაჯა სინბინით და 20 წუთი კაცნაკლულს მოუწია თამაში.

 

სტუმრებმა პირველი ტაიმი 7:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი მოედანზე მოტივირებული გავიდა, 4 ლელო გაიტანა, სამი გარდასახა და 26:14 იმარჯვა.