ფრე და მარცხი დუბაიში

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცამ „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცას გუნდმა (GEORGIA DEVELOPING 7S), დუბაის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს პირველი მატჩი ფრედ დაასრულა, მომდევნო ორ შეხვედრაში კი გამარჯვება მეტოქეებს დარჩათ.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი 7-კაცა სამივე მატჩში დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკულ OLD GEORGIANS RFC-სთან გვქონდა და ფრეს დავჯერდით - 12:12. საემიროების კლუბ SPERANZA 22-თან თავიდან კი დავწინაურდით, მაგრამ მერე 5 ლელო მივიღეთ და მეტოქემ 33:5 იმარჯვა. დღის ბოლოს ფრანგებს (FRENCH MILITARY SEVENS) ვეთამაშეთ და სამი ლელო გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ 4-ის გატანა მოახერხა და 26:17 იმარჯვა.

 

საქართველოს განვითარებადმა 7-კაცამ „ჩელენჯ ტროფიზე“ გადაინაცვლა და მეოთხედფინალში ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდს, ‘დუკლას’ შეხვდება. თამაში საქართველოს დროით 10:40 საათზე დაიწყება.