ANOC Awards 2018-ის გამარჯვებულები

ზამთრის სპორტის სახეობათა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

ტოკიოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალურ ასამბლეაზე ANOC Awards 2018-ის ცერემონია შედგა. ასამბლეის დელეგატთა თანდასწრებით ზამთრის სპორტის სახეობათა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
 

 

თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა ANOC-ის ჟიურიმ, რომელიც შედიოდნენ კონტინენტალური ასოციაციების, ANOC-ის ათლეტთა კომისიის, ზამთრის ოლიმპიურ სახეობათა საერთაშორისო ასოციაციის (AIOWF) და თავად ANOC-ის წარმომადგენლები.

ANOC Awards 2018 გამარჯვებულები:

 

პიონჩანგი-2018-ის ქალთა საუკეთესო გუნდი: შვედეთის კერლინგისტთა ნაკრები.
პიონჩანგი-2018-ის ვაჟთა საუკეთესო გუნდი: აშშ-ის კერლინგისტთა ნაკრები.
პიონჩანგი-2018-ის ყველაზე წარმატებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: ნორვეგიის ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტი და სპორტის კონფედერაცია.

ჯილდო „სპორტი, რომელიც იმედს გვისახავს“: ჰოკეიში კორეის გაერთიანებული გუნდი.
პიონჩანგი-2018-ის საუკეთესო ქალი სპორტსმენი: არიანა ფონტანა (შორტ-ტრეკი).

პიონჩანგი-2018-ის საუკეთესო კაცი სპორტსმენი: შონ უაიტი (სნოუბორდი, ჰალფპაიპი).
ბრწყინვალე ასპარეზობა: კიმ იუნ ა (ფიგურული ციგურაობა).

 

სახელოვანი სპორტსმენი: ბიორნ დელი (თხილამურებით რბოლა).
ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილი: მარიო პესკანტე.