ფედერერის ათასი

 მეორე ადგილზე ფელისიანო ლოპესია (857), ხოლო რაფაელ  ნადალი (816) მესამეზე.

როჯერ ფედერერმა საჩოგბურთო ისტორია უკვე მერამდენედ გადაწერა ალბათ სამეფო სპორტის მოყვარულთ სათვალავიც აერია. ამჯერად, შვეიცარიელმა მაესტრომ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

 

ფედერერმა 2018 წლის სეზონი რეიტინგში მესამე პოზიციაზე დაასრულა და ამ მაჩვენებლით გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ტოპ ასეულში ზედიზედ 1000 კვირა გაატარა.

 

როჯერმა ასეულის კარი პირველად 1999 წლის აპრილში შეაღო, თუმცა იქიდან მალევა გამოვარდა, ხოლო ოქტომბერში კვლავ დაბრუნდა. 2001 წლის შემდეგ კი ფედერერს ასეული არასოდეს დაუტოვებია.

 

ამ მხრივ მეორე ადგილზე ფელისიანო ლოპესია (857), ხოლო რაფაელ  ნადალი (816) მესამეზე.