ჩაკვეტაძეს ვერ აჩერებენ

ქართველმა შემტევმა ისევ გაიბრწყინა

ბელგიის თასზე გენტმა ქვედალიგელ ვალვრაიკს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში უდაოდ გამორჩეული იყო გიორგი ჩკვეტაძე. ქართველმა ფეხბურთელმა გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. 43-ე წუთზე გიორგიმ როსტედი შედეგიანი გადაცემით მოამარაგა, 91-ეზე კი თავად აიღო მეტოქის კარი. ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა. 

 

ჩაკვეტაძე ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მას ბელგიელთა რიგებში 23 მატჩი და 4 გოლი დაუგროვდა. გარდა ამისა 19 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების წარმატებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ერთა ლიგის 6 მატჩში ჩაკვეტაძემ 4 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხება გენტის კიდევ ერთ ქართველს, მოგეხსენებათ გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია და მოედანს სავარაუდოდ მომდევნო წლის დასაწყისში დაუბრუნდება.