მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი

ქართველი კალათბურთელი გუნდის ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია

სანდრო მამუკელაშვილის ისტორიული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” , ლიგის მორიგი მატჩი “ნიუ ჰემპშირთან” გამართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 14 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ეს გახლდათ მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. პირველად მოხდა ასევე, რომ სანდრო მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილი 19 წლისაა და 4-წლიანი სტუდენტური პროგრამის მხოლოდ მეორე საფეხურზეა, ქართველი ფორვარდი გუნდის ძირითადი ხუთეულის უცვლელი წევრია და მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრ სათამაშო დროს უთმობენ. 

 

 “სეტონ ჰოლმა” “ნიუ ჰემპშირთან” მატჩი 77-57  მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ 5 გამარჯვების წილ 3 მარცხი გააჩნია, “ბიგ ისთის” მონფერენციაში მაინც ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე იმყოფება.