ხელთათმანი ნასროლია

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

მიიღებს ვითომ ჰაბიბი გამოწვევას? შერეული ორთაბრძოლების მიმდევარი ბრაიან ორტეგა, დაღესტნელ სპორტსმენს საჩხუბრად იწვევს. 

 

ორტეგა, 8 დეკემბერს, ტორონტოში ჰოლოუემს დაუპირისპირდება და სწორედ ამ ჩხუბის შემდეგ უნდა ჰაბიბ ნურმაგომედოვთან მოსინჯოს ძალები.

 

„ჰაბიბი უმაღლესი დონის სპორტსმენია. ჩვენ ორივენი მაგრები ვართ. მე მსურს ჩხუბი ისეთ სპორტსმენთან, სადაც მაყურებელი წინასწარ ვერ მიხვდება მოვლენების განვითარებას. 

 

ვუყურე ჰაბიბის ჩხუბს კონორთან და გეტყვით, რომ იყო რარდენიმე ეპიზოდი, სადაც ირლანდიელის ადგილზე სხვანაირად ვიმოქმედებდი. სწორედ, ამის შემდეგ მივხვდი, რომ ჰაბიბთან სუპერბრძოლა მსურს“ - აღნიშნა ორტეგამ.

 

ბრაიან ორტეგას, 14 ბრძოლიდან  ყველა მოგებული აქვს, აქედან 8 ნოკდაუნით.

 

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.