პროგნოზი: ვულვზი-ჩელსი

არისტოკრატები მგლებს დაფლეთას უპირებენ 

ვულვზი-ჩელსი

დრო: ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 23:45 საათი

მსაჯი: ჯონათან მოსი (ინგლისი, 48)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

2011/12 წლების სეზონის შემდეგ, ვულვერჰემპტონს პრემიერლიგაში ყველაზე ცუდი სერია აქვს. გუნდს ბოლო ექვს მატჩში არ გაუმარჯვია, აქედან ხუთში კი დამარცხდა. მიუხედავად მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ მანჩესტერ სიტისთან ქულის აღებისა, ვულვზმა საწყისი ტურების შემდეგ, თამაშის ხარისხი და შედეგიანობა გაიუარესა, ბოლო ტურში კი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდ კარდიფთანაც დამარცხდა (1:2).

 

საერთო ჯამში, ვულვზის მონაგარი 16 ქულა და მე-13 ადგილია. გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდება-13:17.

 

რაც შეეხება ჩელსის, გუნდი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიდრე მე-12 ტურში ტოტენჰემთან გამართულ ლონდონურ დერბიში (1:3) დამარცხდებოდნენ, არისტოკრატები იმ სამეულში შედიოდნენ, რომლებიც ჩემპიონატში წაუგებლის სტატუსს ინარჩუნებდნენ. დეზებთან მძიმე წაგების შემდეგ, მაურისიო სარის გაწვრთნილებმა ფულემს იოლად (2:0) მოუგეს და 31 ქულით ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მესამე საფეხურზე დარჩნენ. იტალიელი სპეციალისტის გუნდმა 30 გოლი გაიტანა, თავად კი მეტოქეებისგან 11 მიიღო, ამაზე ნაკლები მხოლოდ სატურნირო ცხრილში მასზე წინ მყოფ მანჩესტერ სიტისა და ლივერპულს აქვთ გაშვებული.

 

 

ურთიერთშეხვედრები

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ გუნდების დაპირისპირებებში უფრო მეტად წარმატებული გუნდი ვულვზია. მგლებს ჩელსისთან 80 დაპირისპირებიდან მეტოქეზე 6 მოგებით მეტი აქვთ.

 

მიუხედავად საერთო სტატისტიკისა, ბოლო მატჩებში უპირატესობა ლურჯების მხარესაა, მათ ზედიზედ ოთხ მატჩში იმარჯვეს, ბოლოს კი 2011 წელს დამარცხდნენ. 

 

ბოლო სამ შეხვედრაში, ჩელსიმ მეტოქეს 13 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

 

იმ შვიდივე მატჩში, რომელშიც ჩელსიმ ვულვზი პრემიერლიგის ეგიდით დაამარცხა, არისტოკრატებმა მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლეს, საერთო ჯამში კი 23-ს.

სავარაუდო შემადგენლობა

 

ვულვზი: პარტისიო, ბოლი, კოედი, ბენეტი, ვინეგრი, გიბს-ვაითი, მოუტინიო, დოჰერტი, კავალიერო, ბონატინი, ჟოტა.

მთავარი მწვრთნელი: ნუნო ესპირიტიო სანტო (პორტუგალია).

 

ჩელსი: ალიზაბალაგა, ასპილიკუეტა, რუდიგერი, ლუისი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი, ვილიანი, მორატა, აზარი.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი (იტალია).

 

პროგნოზი

 

ოთხშაბათ საღამოს, ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე ვულვზს ჩელსის შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლა მოუწევს.

 

ვულვერჰემპტონთან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრა მაურისიო სარის გუნდისთვის საუკეთესო სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად და პოზიციების გასამტკიცებლად მშვენიერი შესაძლებლობაა.

 

ჩელსი მოიგებს @1.77

ჩელსი მინიმუმ 2 გოლს გაიტანს @1.83


ვულვზი-ჩელსი

ჩელსიმ პრემიერლიგაში ახალდაწინაურებული კლუბების წინააღმდეგ ბოლო 13 სტუმრად ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, ეს წინა სეზონში ნიუკასლთან მოხდა (10 მოგება, 2 ფრე). მათ ახლადდაწინაურებული გუნდების წინააღმდეგ ზედიზედ ორი სტუმრად გამართული მატჩი 1999 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგიათ, მაშინ ჩელსი უოტფორდსა და სანდერლენდთან დამარცხდა.

ვულვზმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14-დან 6 მატჩი უკვე წააგო, მაშინ როდესაც, წინა სეზონში, ჩემპიონშიპში 46-დან 7 მატჩი დათმო.

ჩელსი, რომელმაც წინა ტურში ტოტენჰემთან სტუმრად ჩატარებული შეხვედრა წააგო, გასვლაზე ზედიზედ ორ მარცხთან ახლოს მარტის შემდეგ პირველადაა.

ვულვზმა საშინაო არენაზე ბოლო სამი პრმიერლიგური მატჩი წააგო. ბოლოს ოთხი შეხვედრა გუნდმა შინ 2016 წლის ნოემბერში დათმო.

ვულვზის ბოლო 7 საშინაო გოლი პრემიერლიგაში მეორე ტაიმში გავიდა. ბოლოს შინ გუნდმა პირველ ტაიმში გოლის გატანა პირველ ტურში ევერტონის წინააღმდეგ შეძლო.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში უფრო მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, ვიდრე ჩელსის შემტევ ედენ აზარს (7 გოლი, 5 საგოლე გადაცემა), მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგია (14).

ჩელსის ესპანელ შემტევ პედროს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 12 მატჩში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (5), ვიდრე მთლიანად წინა სეზონში (4).