პროგნოზი: ტოტენჰემი-საუტჰემპტონი

ლონდონურ დერბიში დამარცხების შემდეგ, ტოტენჰემი ძალების აღდგენას ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეეცდება 

ტოტენჰემი-საუტჰემპტონი


დრო: ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 00:00 საათი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი, 40)

 

სატურნირო მდგომარეობა

ტოტენჰემი, რომელმაც ექვსმატჩიანი მოგებათა სერია არსენალთან ლონდონური დერბის დრამატული წაგებით შეწყვიტა, პოზიციების აღდგენას ერთ-ერთ აუტსაიდერთან საშინაო გამარჯვებით შეეცდება.

 

ტოტენჰემი 30 ქულას ფლობს და ხუთეულს ასრულებს. გოლების ბალანსი-25:15. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სპურსი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ფრე არ უთამაშია.

 

სტუმრები მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულად სუსტად გამოიყურებიან. საუტჰემპტონს შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. მიუხედავად ბოლო ტურში ვიცე-ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტედთან სენტ მერიზე ნათამაშები ფრისა, წმინდანები 9 ქულით გუნდი მე-17 ადგილს იკავებენ. ბურთების სხვაობა-12:26.

 

 

 

ურთიერთშეხვედრები


საუტჰემპტონმა ბოლო საშინოა მატჩი ჩელსისთან ფრედ - 1:1 დაასრულა.

 

ტოტენჰემი წმინდანებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს - მათ ბოლო 12 მატჩიდან 9 მოიგეს და ორი ფრედ დაასრულეს.

 

ბოლო ხუთ მატჩში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებს.

 

სავარაუდო შემადგენლობა

საუტჰემპტონი: მაკჩარტი, სტეფენსი, იოშიდა, ვერტონგენი, ვალერი, ჰოიბერგი, დევისი, სოარეში, არმსტრონგი, გაბიადინი, ოსტინი.

მთავარი მწვრთნელი: კელვინ დევისი (ინგლისი, მოვალეობის შემსრულებელი).

 

ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ალდერვეირელდი, ფოიტი, ტრიპიერი, დაიერი, ვინკსი, მოურა, ალი, სისოკო, კეინი.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა).

 

პროგნოზი

 

ლონდონურ დერბიში მძიმე მარცხის შემდეგ, ტოტენჰემი გამარჯვებას და ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნებას შეეცდება. ამავდროულად, საშინელი სათამაშო ფორმის გამოსწორება მასპინძლებსაც ენდომებათ, რომლებმაც წინა ტურში მანჩესტერ იუნაიტედს ქულა წაართვეს.

 

ტოტენჰემი მოიგებს @1.38

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.90

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.60 


ტოტენჰემი-საუთჰემპტონი

2012 წლის, ანუ მას მერე, რაც საუტჰემპტონი პრემიერლიგაში დაბრუნდა, ტოტენჰემთან 12 დაპირისპირებიდან გამარჯვება წმინდანებმა ერთადერთხელ შეძლეს. ეს 2016 წელს, ვაით ჰართ ლეინზე მოხდა (2:1).

ტოტენჰემის ფეხბურთელებს საუტჰემპტონის წინააღმდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ შეხვედრებში სამი სხვადასხვა ჰეთ-თრიკი აქვთ შესრულებული, ეს სტეფენ აივერსენმა, ჟერმინ დეფომ და ჰარი კეინმა შეძლეს).

საუტჰემპტონს პრემიერლიგაში 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლოს გუნდმა კრისტალ პალასთან (2:0) სექტემბერში იმარჯვა (7 ფრე, 5 მარცხი). ამაზე ცუდი შედეგი უკანასკნელად წმინდანებს 1998 წლის მაის-ოქტომბერში ჰქონდათ (13).

მას მერე, რაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი დაიწყო, საუტჰემპტონმა გამარჯვებულის პოზიციიდან 33 ქულა დაკარგა, შვიდით მეტი, ვიდრე სხვა ყველა გუნდმა.

მე-14 ტურის შემდეგ დაგროვილი 9 ქულა პრემიერლიგაში საუტჰემპტონის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

ტოტენჰემ ჰოტსპურსმა მიმდინარე სეზონში თავური დარტყმით 9 გოლის გატანა შეძლო. მიუხედავად ამისა, არცერთ გუნდს გაუშვია უფრო მეტი გოლი თავური დარტყმით, ვიდრე მაურისიო პოჩეტინოსას (6).

ტოტენჰემის თავდამსხმელ ჰარი კეინს პრემიერლიგაში ბოლო ხუთ მატჩში საუტჰემპტონის წინააღმდეგ 6 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის წინა სეზონში შესრულებული ჰეთ-თრიკია.

ტოტენჰემის შემტევ დელე ალის პრემიერლიგაში საუტჰემპტონის წინააღმდეგ ბოლო ხუთ მატჩში მონაწილეოაბა 8 გოლში აქვს მიღებული (5 გოლი, 3 საგოლე პასი). უფრო მეტი, ვიდრე სხვა ყველა გუნდის წინააღმდეგ.