წილისყრა ნიონში: ოქტომბერი და უნგრეთი

ნიონში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა გაიმართა.

 საქართველოსთან ერთად, ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, ხორვატია და ყაზახეთი.

 

მატჩები გაისად 9, 12 და 15 ოქტომბერს უნგრეთში ჩატარდება.

 

ასეთი 13 ჯგუფია. ორ-ორი საუკეთესო, პლუს ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი და ამას დამატებული შესარჩევისგან გათავისუფლებული პორტუგალია გავლენ ელიტრაუნდში.  ანუ, სულ 28.

 

გაისად 19-წლამდელებში თამაში შეეძლებათ არაუმეტეს 2001 წელს დაბადებულებს.  ნაკრებს ამჟამად რამაზ სვანაძე წვრთნის.