ბაიერნში დიდი წმენდაა

სეზონის დასრულების შემდეგ, გერმანულ გრანდს ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. 

სეზონის დასრულების შემდეგ, რაფინია ბაიერნს დატოვებს. ბრაზილიელს გერმანელებთან კონტრაქტი სწორედ მაისში უმთავრდება. ცნობილია, რომ მხარეები ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებენ.

 

ცნობისთვის, მიუნხენელები შტუტგარდიდან ბენჟამინ პავარის დამატებას გეგმავენ.  ფრანგი მარჯვენა მცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ბაიერნის მესვეურების განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სატრანსფერო ობიექტია. აქედან გამომდინარე რეკორდამისტერები რაფინიას გაჩერებას არ აპირებენ.

 

33 წლის ფეხბურთელი ბაიერნს 2011 წლის ზაფხულში, ჯენოადან შეუერთდა. ამ სეზონში მან მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა.

 

აქვე გეტყვით, რომ გამოცდილი მარჯვენა მცველი ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც მაისში ბაიერნს დატოვებს. სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლას არიენ რობენი და ფრენკ რიბერიც აპირებენ.