დანიის მწვრთნელი 22 წლის წინანდელ საქართველოში

დანიის ნაკრების მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ განაცხადა, რომ საქართველოში ნამყოფია საკლუბო მწვრთნელის რანგში და ქართული ფეხბურთის თავისებურებებიც იცის.

"საქართველო ძალიან შორსაც არ არის. იქ კარგი პირობებია და მოხარული ვარ, რომ მეტოქედ ეს ქვეყანა შეგვხვდა. ტრადიციულად, ქართველებს უყვართ ბურთთან მოპყრობა. ინდივიდუალურად თუ ავიღებთ, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. თამაშის სტილით ჰგვანან სომხებს, რომლებსაც წინა შესარჩევში შევხვდით".

 

საიდან იცნობს დანიის ნაკრების ნორვეგიელი თავკაცი საქართველოს? ჯერ კიდევ 22 წლის წინ, როცა ნორვეგიის მიოლდეში მუშაობდა, თბილისის დინამოსთან მოუწია თამაში. ეს უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. დინამოს იმ დროს დავით ყიფიანი წვრთნიდა. თბილისში 2:1 ვიმარჯვეთ, ხოლო სტუმრად 0:0 დავასრულეთ და გავედით, მერე მოსკოვის ტორპედოს ბარიერიც გადავლახეთ (1:0, 1:1) და პორტუგალიის ბოავიშტასთან გავვარდით (1:0, 0:5).

 

სხვათა შორის, თბილისის დინამოსთან მატჩამდე ერთი თვით ადრე, მიოლდემ მანჩესტერ იუნაიტედში გაყიდა ოლე გუნარ სოლსკიაერი, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის ჯოკერი გახდა. ყველამ იცის, რა მნიშვნელობის გოლები აქვს გატანილი იუნაიტედში.