ინტერი მანჩესტერს მიუბრუნდა

სამიზნე უცვლელია. ინტერი მანჩესტერის ფეხბურთელის შეძენას აპირებს 

ინტერის მესვეურები მანჩესტერიდან მატეო დარმიანის გადაბირებას აპირებენ. The Sun-ის ცნობით, ნერაძური იტალიელის დამატებას, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება. არახალია, რომ მილანელებს დაცვის გაძლიერება სურთ და მატეოს შეძენის სურვილიც აქედანაა გამოწვეული.

 

როგორც მოგეხსენებათ, ინტერს განაპირა მცველის შეძენა გასულ ზაფხულს სურდა, თუმცა იუნაიტედმა ფეხბურთელი არ გაუშვა. მიმდინარე სეზონში 36-ე ნომერს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო აქვს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა თანხის შეთავაზებას აპირებენ იტალიელები წითელი ეშმაკებისთვის.

 

დარმიანი მანჩესტერში 2015 წლის აგვისტოში ტორინოდან გადავიდა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მან მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა.