რუგანი ბარსელონასაც მოუნდა

19 დეკემბერი, 2018 - 05:35

როგორც მოგეხსენებათ ბარსელონა კვლავ დაცვის გაძლიერებას აპირებს. კატალონიელთა ახალი სამიზნე ამჯერად იუვენტუსის მცველი, დანიელე რუგანი გახლავთ. იტალიელი მცველის გარდა ბლაუგრანას ანდრეას კრისტიანსენისა და ვინსენ კომპანის შეძენაც სურს. 

ბარსელონამ თავისი მაინც გაიტანა

19 დეკემბერი, 2018 - 01:57

La Parisien-ში ვკითხულობთ, რომ ადრიენ რაბიო კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ფრანგმა ნახევარმცველმა პსჟ-სთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და ბლაუგრანას წინადადებას დათანხმდა. ესპანელების ღირსებას იგი ახალი სეზონიდან დაიცავს. 

რეალი 100 მილიონს ითხოვს

19 დეკემბერი, 2018 - 01:18

ესპანური პრესის ცნობით, რეალი ისკოს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს. მოგეხსენებათ ესპანელის შეძენა მანჩესტერ სიტის სურს. 22-ე ნომრით პირადად პეპ გვარდიოლა არის დაინტერესებული. 

ბარსელონაში სუარესის შემცვლელებს განიხილავენ

18 დეკემბერი, 2018 - 07:11

Mundo Deportivo-ში ვკითხულობთ, რომ ბარსელონას მესვეურებს ფორვარდის დამატება სურთ. ესპანელები ლუის სუარესის შემცვლელზე ფიქრობენ. 

ფავორიტი გამოიკვეთა

18 დეკემბერი, 2018 - 04:29

The Mirror-ის ცნობით, მანჩესტერი შესაძლოა ლორან ბლანმა ჩაიბაროს. ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელობისას ბოლოს სწორედ იუნაიტედში თამაშობდა. წითელი ეშმაკების ღირსებას იგი 2001-03 წლებში იცავდა. 

ნევილმა პოჩეტინო ისურვა

18 დეკემბერი, 2018 - 03:45

Sky Sport-თან საუბრისას გარი ნევილმა განაცხადა, რომ მოურინიოს შეცვლის ყველაზე კარგ კანდიდატად მაურისიო პოჩეტინო მიაჩნია. ინგლისელი თვლის, რომ არგენტინელს ყველა ის თვისება აქვს, რაც მანჩესტერის მწვრთნელს სჭირდება. 

კვლავ ბაიერნის არეალში 

18 დეკემბერი, 2018 - 03:34

გერმანული მედია საშუალება web.de იმ 12 ფეხბურთელის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა შორისაც ბუნდესლიგის მოქმედ გამარჯვებულს არჩევანის გაკეთება მოუწევს. საინტერესოა, რომ სიაში საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური გენტის 19 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.

ისკო სიტიში

18 დეკემბერი, 2018 - 12:40

გვარდიოლა ისკოს ითხოვს