ერთი მატჩის ისტორია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშია და დიდი იმედი გვაქვს ეს 2020 წელს მოხდება, მაგრამ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის გამოცდილება კი აქვს.

 

 ვასილ მაისურაძის 17 წლამდე ნაკრები ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ კარგად ემახსოვრება, რომელმაც 2012 წელს, სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე გააღწია და ფინალამდე სულ 2 წუთი დააკლდა.

 

ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში ისლანდიის და საფრანგეთის ნაკრებები ჩატოვეს, ხოლო ჰოლანდიასთან ნახევარფინალური დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებულ თარიღს - 13 მაისს დაემთხვა. იმ მატჩში, საქართველოს ნაკრები მე-15 წუთზე კაცნაკლული  დარჩა. არბიტრმა გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია გააძევა და საბოლოოდ 0:2 დამარცხდა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ მატჩის პერიპეტიებს თავად მაშინდელი 17 წლამდე ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურიძე იხსენებს.

U17