1981 წელს მოგებული თასების თასის შემდეგ, დინამო თბილისმა მეორე საერთაშორისო ტიტული 2004 წელს მოიგო. 

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თასზე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა ჩემპიონობა არავის დაუთმო.

 

აღნიშნულ ტურნირზე ეს დინამოს მეათე გამოსვლა იყო და ის გამარჯვებით დააგვირგვინა. ფინალში, დინამომ რიგის სკონტო 3:1 დაამარცხა.

 

ლიდერსპორტის ტრადიციულ რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ ფინალურ დაპირისპირებას, დავით კვირკველია იხსენებს, რომელიც გატანილი გოლითაც გამოირჩა.