მატჩი ქულა-ქულაში წარიმართა და საბოლოოდ დრამატულ ბრძოლაში ხორვატებმა 77:76 იმარჯვეს.

2013 წელს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორედ ითამაშა. იგორ კოკოშკოვის გაწრთვნილმა გუნდმა პირველ ტურში პოლონეთის ნაკრები გაანადგურა, ხოლო შემდეგ  ევროპის ერთ-ერთ გრანდთან, ხორვატიის ნაკრებთან  მოუხდა დაპირისპირება.

 

მატჩი ქულა-ქულაში წარიმართა და საბოლოოდ დრამატულ ბრძოლაში ხორვატებმა 77:76 იმარჯვეს.

 

იმ მატჩში, საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელმაც 25 ქულა მიითვალა, თუმცა ბოლო წამებზე ნატყორცნი მისი სროლა მიზანს ასცდა.

 

რუბრიკაში „ერთი მატჩის ისტორია“ იმ დრამატული მატჩის პერიპეტიებს თავად გიორგი ცინცაძე იხსენებს.