ბარსელონამ თუ მარტინეზი ვერ შეიძინა პსჟ-ს ლიდერს დაიმატებს

კატალონიის ბარსელონა სუარესის შემცვლელს აქტიურად განიხილავ,ესპანელების პრიორიტეტად,ინტერის ახალგაზრდა ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი ლაუტარო მარტინეზი რჩება,მაგრამ ბარსელონას გეგმა ბ-ც აქვს შემუშავებული,თუ ბლაუგრანას მესვეურებს არ გამოუვიდათ ტრანსფერის გაჩარხვა ისინი კავანის ტრანსფერზე დაიწყებენ მუშაობას,როგორც ცნობილია კავანის კონტრაქტი ამ წლის 30 ივლისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება,რაც კატალონიელებისთვის ძალიან მომგებიანი იქნება გამოცდილი მაღალი დონის თავდამსხმელის უფასოდ დამატება.

ამ სეზონში ედინსონ კავანიმ პარიზელთა მაისურით 22 მატჩი ჩაატარა სადაც 7 გოლის და 3 ასისტის მითვლა მოახერხა.

Follow me!