ლუის სუარესის ახალი გუნდი ცნობილია

ურუგვაელი ფეხბურთელი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

ლუის სუარესის ახალი გუნდი ცნობილია

33 წლის ურუგვაელი ფორვარდი ბარსელონას დატოვებს და მომავალი სეზონიდან ტურინის იუვენტუსის ღირსებას დაიცავს,ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი იტალიური გამოცემა ტუტოსპორტი ავრცელებს,როგორც ცნობილი გახდა რონალდ კუმანმა სუარესს აცნობა,რომ ის მის გეგმებში არ შედის და დროა ახალი კლუბის მოძიება დაიწყოს,ახლო მომავალში ბარსელონა ლუისთან კონტრაქტს გაწყვიტავს,რაც 14 მილიონი ევრო დაუჯდება,გამოცდილი ფორვარდი კი კარიერას ბებერ ქალბატონში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს.