სამუელ ეტოო:"თუ მესი წავა ბარსელონამ სახელი უნდა შეიცვალოს"

სამუელ ეტოო მესის წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

სამუელ ეტოო:"თუ მესი წავა ბარსელონამ სახელი უნდა შეიცვალოს"

ბარსელონას ყოფილი შემტევი სამუელ ეტოო არგენტინულ გამოცემა TyC Sport-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მესის წასვლის შემთხვევაში, ბარსელონამ სახელი უნდა შეიცვალოს.

"მესი საკუთარი შვილივით მიყვარს. მისთვის საუკეთესო მინდა. ბარსელონა მესია და ვფიქრობ, თუ მესი წასვლას გადაწყვეტს, კლუბმა სახელი უნდა შეიცვალოს. გაგვიმართლა, რომ ბარსელონაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გვყავს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა მესიმ კარიერა ბარსაში დაასრულოს. ასეთი წაგება მეც გამომიცდია და მესმის არა მხოლოდ ლეოსი, არამედ მთელი გუნდის. ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია, ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ასეთი რაღაცები ხდება ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. ყველა შეიძლება დაეცეს, მაგრამ მთავარია ისევ წამოდგე, ესაა ყველაზე რთული. მოთამაშეები, ხელმძღვანელები, გულშემატივრები... ვიმედოვნებ, ამ პერიოდს ერთად გადავლახავთ და მომავალ სეზონზე დავიწყებთ ოცნებას", - აცხადებს კამერუნელი.