ATP-მა რეიტინგული სისტემა შეცვალა

საჩოგბურთო რეიტინგები კორონა ვირუსისი პანდემიის გამო შეიცვალა

ATP-მა რეიტინგული სისტემა შეცვალა
როგორც მოსალოდნელი იყო, ATP-მ კორონავირუსის პანდემიის გამო რეიტინგში შექმნილი სრული გაურკვევლობისთვის გამოსავალი მოიფიქრა:
ახალ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოთამაშის მონაგარი იქნება 2019 წლის მარტიდან 2020 წლის დეკემბრამდე ჩატარებული მისთვის საუკეთესო 18 ტურნირის ქულათა ჯამი.
ქულების გამეორება არ მოხდება და მოთამაშეებს ტრადიციულად ჩამოაკლდებათ 2020 წლის დარჩენილ ნაწილში გასამართი ტურნირების ქულები.(და რაღათქმაუნდა დაემატებათ მოპოვებულები)
2021 წლიდან კი ჩვეულებრივად განახლდება ქულათა სისტემა, იქნება ისეთი როგორიც აქამდე გვახსოვდა.