ბარსელონა ლაუტარო მარტინეზს არ ეშვება

კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა არგენტინელი ფორვარდის გადაბირება სურს

ბარსელონა ლაუტარო მარტინეზს არ ეშვება

ბლაუგრანა ინტერის 22 წლის ფორვარდის გადასაბირებლად მზადაა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს,კატალონიელები აცნობიერებენ იმ ფაქტს,რომ ლუის სუარეზი მალე ისეთი პროდუქტიული ვეღარ იქნება,როგორიც ის თავის საუკეთესო ასაკში იყო და მის შემცვლელს სწორედ არგენტინელ თავდამსხმელში ხედავენ.ლაუტარო მარტინეზმა ამ სეზონში ინტერის მაისურით 38 მატჩი ჩაატარა,სადაც 17 გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის მითვლა მოახერხა.ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 64 მილიონი ევროა,მაგრამ ამ ფასად ინტერი ლაუტაროს ნამდივლად არ შეელევა და მისი ტრანსფერით მაქსიმალური მოგებას ნახვას შეეცდება.