დავით ზირაქაშვილი ფრანგულ კარიერას მწვრთნელის რანგით აგრძელებს

ყოფილი ბორჯღალოსანი ფრანგულ გუნდში შერკინების კონსულნტანტის პოზიციას დაიკავებს

დავით ზირაქაშვილი ფრანგულ კარიერას მწვრთნელის რანგით აგრძელებს
დავით ზირაქაშვილი თავის სარაგბო მოღვაწეობას კლუბ “ლა როშელისთან” გააგრძელებს.
ამის შესახებ კლუბის სარაგბო დირექტორმა ჯონო გიბსმა განაცხადა და აღნიშნა რომ ზირაქაშვილი მათთან შერკინების კონსულტანტის პოზიციას დაიკავებს,ქართული რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა საფრანგეთში მოღვაწეობას ისევ აგრძელებს და მის ყოფილ გუნდს ახლა უკვე შერკინების მწვრთნელის სტატუსით დაეხმარება.