სამხრეთ ამერიკელი რეპერი NBA-ში თამაშისთვის ემზადება

ჯი ქოული:"NBA-ში თამაშისთვის ყველაფერს გავაკეთებ"

სამხრეთ ამერიკელი რეპერი NBA-ში თამაშისთვის ემზადება
ჯერმეინ ლამარ ქოული ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობს. სამხრეთელმა რეპერმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში თამაშის სურვილი ღიად დააფიქსირა. ჯერმეინს პროფესიონალური კონტრაქტის მიღების იმედი აქვს და ის ამისთვის დარბაზში თავდაუზოგავად ვარჯიშობს.
ჩრდილოკაროლინელი რეპერი კოლეჯში სწავლისას კალათბურთის თამაშით იყო დაკავებული და ეს საკმაოდ წარმატებითაც გამოსდიოდა. შეგახსენებთ, პირველ აგვისტოს ქოულმა გაყიდვაში თავისივე დიზაინით შექმნილი საკალათბურთო ფეხსაცმელი RS-Dreamer ჩაუშვა.