ხაბიბი მაკგრეგორს იწვევს !

ხაბიბ ნურმაგედოვის და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება გრძელდება

ხაბიბი მაკგრეგორს იწვევს !

"გეიჯის შემდეგ, ვიბრძოლებ ნებისმიერთან, ვინც დასტინ პორიეს დაამარცხებს. კონორ, ტონი... მოუგეთ დასტინს და შეგებრძოლებით. 

ბრძოლა სენ-პიერთანაც მინდა, თუ ის დაბრუნებას გადაწყვეტს. ეს მამაჩემის საოცნებო ბრძოლა იყო და სწორედ ამის გამო მსურს მისი ჩატარება, თუმცა დრო გადის, მომავალ წელს სენ-პიერი 40-ის იქნება. ასე რომ, მალე უნდა ჩამოყალიბდეს და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. 

იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბერში ჯასტინს დავამარცხებ, აპრილში, რამადანამდე ორი კვირით ადრე სენ-პიერთან ბრძოლისთვის მზად ვინქები. 

დანა უაითმა მითხრა, რომ ჯასტინთან ბრძოლის შემდეგ სენ-პიერთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ და მისი თანხმობის შემთხვევაში, ბრძოლა აუცილებლად შედგება", - განცხადა ხაბიბმა. 

ამავდროულად, ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონთან ხუთჯერ ჩაშლილი ბრძოლის ჩატარების იმედსაც არ კარგავს. 

"არ ვიცი რატომ, მაგრამ მჯერა, რომ ტონისთან აუცილებლად ვიბრძოლებ. ამის სურვილი ნამდვილად მაქვს. მას პორიესთან ბრძოლას ვურჩევ და ჩემი აზრით, შანსები 51/49-ზე იქნება დასტინის სასარგებლოდ, მაგრამ მინდა, რომ ტონიმ მოიგოს და თუ გეიჯის დავამარაცხებ, ფერგიუსონი ჩემი მომავალი მეტოქეების სიაში იქნება. 

მემკვიდრეობას მაშინ ტოვებ, როდესაც ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ იბრძვი. არ ვიცი, რა იქნება მომავლში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომვალ წელს მე და ტონი ერთმანეთს ოქტაგონზე შევხვდებით. მასთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მოტივაციით და განწყობით ვემზადები", - განაცხადა ხაბიბმა.