საოცნებო კონტრაქტი ლევანდოვსკისთვის (ფოტო)

გავრცელდა კონტრაქტის ფოტოები რომელსაც რეალი ლევანდოვსკის სთავაზობდა

საოცნებო კონტრაქტი ლევანდოვსკისთვის (ფოტო)

პოლონური გამოცემა Onet Sport ავრცელებს კონტრაქტის დეტალებს და ფოტოებს,რომელსაც მადრიდის რეალი ლევანდოვსკის 2014 წელს სთავაზობდა და ბლანკოსსში გადასავლასთან ძალიან ახლოს იყო თუმცა ბაიერნთან უკვე შეთანხმებული გახლდათ.

კონტრაქტი 6 წლიანი იყო რომლის მიხედვითაც ლევანდოვსკი წლიურად 8.6 მილიონ ევროს და ბონუსებს მიიღებდა.

“მას რეალში გადასვლა და ბაიერნის კონტრაქტზე უარის თქმა სურდა. მადრიდში თამაშისა და ცხოვრების იდეა მოეწონა, თუმცა შემდეგ შეიტყო, რომ ბაიერნის მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა გაბრაზებულმა დაგვირეკა“, - განაცხადა ლევანდოვსკის მაშინდელმა აგენტმა.